მარსელისა და გალათასარაის ფანებმა ერთმანეთს პიროტექნიკა დაუშინეს - მატჩი შეწყდა
Aa
Aa

მარსელისა და გალათასარაის ფანებმა ერთმანეთს პიროტექნიკა დაუშინეს - მატჩი შეწყდა

ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შედგა. მარსელის ველოდრომზე მარსელმა გალათასარაის უმასპინძლა. შეხვედრაში გოლი არ გასულა და ნულოვანი ფრით გუნდებმა ქულები გაიყვეს (0-0).

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გულშემატკივრის მიზეზით, დაახლოებით 10 წუთით შეწყდა.

38-ე წუთზე, ფრანგული და თურქული გუნდების გულშემატკივარმა, ერთმანეთს ე.წ პიროტექნიკა დაუშინა, სტიუარდებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, რის გამოც, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა,  პაველ რაჩოვკსიმ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მარსელის ველოდრომზე დაახლოებით 2 500 თურქი ფანი იმყოფებოდა, რომელთაც გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა, ფათიჰ თერიმმა დამშვიდებისკენ პირადად მოუწოდა. იგივე გააკეთა მარსელის კაპიტანმაც, რომელმაც ფრანგი გულშემატკივრისკენ გაემართა.

ევროპა ლიგის E ჯგუფში გალათასარაი, ლაციო, მარსელი და მოსკოვის ლოკომოტივი თამაშობენ.

2 მატჩის შემდეგ, 4 ქულით, გალათასარაი ჯგუფის ლიდერია.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები