აზერბაიჯანი დამარცხებულია - საქართველოს ქალთა ნაკრები ნახევარფინალშია
Aa
Aa

აზერბაიჯანი დამარცხებულია - საქართველოს ქალთა ნაკრები ნახევარფინალშია

ესპანეთში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა მოჭადრაკეებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა 3.5:0.5 იმარჯვა, მეორე მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა და ჩვენი მოჭადრაკეები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ინდოეთის გუნდი იქნება, რომელმაც ყაზახეთის წინააღმდეგობა დაძლია. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას რაც შეეხება, იქ საუკეთესოს ვინაობას რუსეთი და უკრაინა გაარკვევენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია იცავენ.

ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები