კიტეიშვილს გოლამდე სულ ცოტა დააკლდა, 82-ე წუთზე კი მოედანი ტრავმით დატოვა
Aa
Aa

კიტეიშვილს გოლამდე სულ ცოტა დააკლდა, 82-ე წუთზე კი მოედანი ტრავმით დატოვა

მიმდინარე საღამოს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შედგა.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში შტურმმა პსვ-ს უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე სოლიდური სხვაობით დამარცხდა - 1-4.

ნიდერლანდების წარმომადგენელმა ქართველი ლეგიონერის გუნდს პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოუგო (0-1) და მეორე ტაიმიც გოლით დაიწყო (0-2), რასაც დაახლოებით 4 წუთში  შტურმმაც უპასუხა (1-2). მალევე წონასწორობის აღდგენის შანსი ოთარ კიტეიშვილსაც ჰქონდა, თუმცა გოლი არ გავიდა.

74-ე და 78-ე წუთებზე პსვ-მ შტურმს 5 წუთში კიდევ ორჯერ გაუტანა და შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა მიუხედავად იმის, რომ პსვ 89-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა (1-4).

სამწუხაროდ, 82-ე წუთზე დაშავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მოედანი დატოვა.

ჯერ-ჯერობით, კიტეიშვილის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის. მოგეხსენებათ, ოქტომბერში გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კიტეიშვილი განაცხადში შეიყვანა.

2 მატჩის შემდეგ შტურმს 0 ქულა აქვს და ევროპა ლიგის B ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები