საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ 0-8 დამარცხდა
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ 0-8 დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგში, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით - 0-8 დამარცხდა.

მეტოქემ ორივე ნახევარი ოთხბურთიანი სხვაობით მოგვიგო. ბელარუსის მხრიდან ყველაზე შედეგიანი ანა სინავსკაია იყო, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარში ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.

სალომე ხუბულური გუნდი შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის 18 ფეხბურთელის შემადგენლობით 22 სექტემბერს გაემგზავრა:

მეკარეები: ანანო ხუცურაული (ბახტრიონი, ახმეტა), თამარ ყიზილაშვილი (ბახტრიონი, ახმეტა)

მცველები: ლიზი ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო აბულაძე (ნიკე, თბილისი), მაია ხუციშვილი (ნიკე, თბილისი), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ელენე გაზდელიანი (დინამო, სოხუმი)

ნახევარმცველები: მარიამ მამნიაშვილი (კვარტალი, თბილისი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), ელენე ენჯიბაძე ( გორი იუნაიტედი, გორი), ლიზი დიასამიძე (დინამო, ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი, გორი)

თავდამსხმელები: ლიკა მანუჩარაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (კვარტალი, თბილისი),  ნინო ბუხრიკიძე (ნიკე, თბილისი), ლიზი გომელაური (დინამო, სოხუმი), ნინი ბერიძე (დინამო, ბათუმი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები პირველია, რომელსაც ქალი მწვრთნელი, სალომე ხუბულური წვრთნის.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა 3 მატჩი გამართა (კოსოვო 13-0 საქართველო, ლუქსემბურგი 10-0 საქართველო, ბელარუსი 8-0 საქართველო), 31 ბურთი გაუშვა, ხოლო ვერცერთის გატანა მოახერხა.

ფორმატის თანახმად, B ჯგუფში გამარჯვებული ნაკრებები (სულ 6 გუნდი) A ლიგაში გადაინაცვლებენ. წლის ბოლოს A ლიგაში მოასპარეზე 28 ნაკრები, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში, ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. ჯგუფებში გამარჯვებულ 7 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდება. 8 გუნდის მონაწილეობით ფინალური ეტაპი 2022 წლის 3-15 მაისს გაიმართება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები