ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელები - თორნიკე შენგელია მე-18-ეა
Aa
Aa

ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელები - თორნიკე შენგელია მე-18-ეა

ცნობილმა საკალათბურთო ვებგვერდმა, Eurohoops-მა ევროლიგის ახალი სეზონის წინ, აღნიშნული ტურნირის 100 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა. გამოცემის რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელსაც Eurohoops-მა მე-18 ადგილი მიაკუთვნა.

18 - თორნიკე შენგელია

დაბადების წელი: 1991

პოზიცია: მძიმე ფორვარდი

სიმაღლე: 2.06 მეტრი

სტატისტიკა 2020-21 წლების სეზონში: 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 2.3 ასისტი ევროლიგის 37 შეხვედრაში.

„ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, თორნიკე შენგელიას დიდი დრო დასჭირდა, რათა მოსკოვის ცსკა-ში ადაპტაცია გაევლო და თავისი მაქსიმუმი ეჩვენებინა. როცა ეს მოხდა, შენგელია პარკეტზე ყველგან იყო, საკუთარ გუნდს ყველა ასპექტში ეხმარებოდა და იმ დონეზე თამაშობდა, რომელმაც იგი ევროპის საუკეთესო მძიმე ფორვარდად აქცია. ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ახალ პრეზიდენტს ისეთი სტატისტიკა არ ჰქონია, როგორიც ბასკონიაში ჰქონდა, რადგან ახალ გუნდში განსხვავებული როლი შეითავსა, მაგრამ კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშობდა“, - წერს Eurohoops.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ცსკა ევროლიგის პირველ შეხვედრას გამართავს და „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გამოცემამ ახალი სეზონის წინ, საუკეთესო კალათბურთელად ვასილიე მიჩიჩი დაასახელა. მეორე ნიკოლა მიროტიჩი გახლავთ. მესამე - შეინ ლარკინი, მე-4 - მაიკ ჯეიმსი, ხოლო მე-5 - ნანდო დე კოლო.

18 - თორნიკე შენგელია

17 - ვლადიმირ ლუჩიჩი

16 - შევონ შილდსი

15 - უეიდ ბალდვინი

14 - ნიკ კალატესი

13 - პიერია ჰენრი

12 - ნიკოლა მილუტინოვი

11 - ალექსეი შვედი

10 - ნიკოლო მელი

9 - კორი ჰიგინსი

8 - უილ კლაიბერნი

7 - ედი ტავარესი

6 - იან ვესელი

5 - ნანდო დე კოლო

4 - მაიკ ჯეიმსი

3 - შეინ ლარკინი

2 - ნიკოლა მიროტიჩი

1 - ვასილიე მიჩიჩი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები