Aa
Aa

"მისი რეაქცია გადაჭარბებული და უსამართლო იყო" - შენგელია სალომე ზურაბიშვილზე

VTB ლიგის სუპერთასის გამარჯვების შემდეგ თორნიკე შენგელიამ რუსულ მედიასთან ისაუბრა,სადაც საქართველოს პრეზიდენტ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე კომენტარი გააკეთა.

„გუნდის პრეზიდენტის ანდრეი ვატუტინის ძალიან მადლიერი ვარ. კლუბს არასდროს ხელი არ შეუშლია,რომ მე ნაკრებში მეასპარეზა. მე ამას ძალიან ვაფასებ. ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც „ცსკა“-ში კომფორტულად ვარ.  ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკაზე,რომ გითხრათ არ მიფიქრია მოვიტყუები. მაგრამ თუ მას ასე მიაჩნია და კვლავ მალე ფიქრობს, მაშინ მე ვერაფეს ვერ შევცვლი. ჩემი აზრით მისი რეაქცია იყო გადაჭარბებული და უსამართლო. ამიტომ ვცდილობ ყურადღება გავამახვილოიმაზე,რისი გაკონტროლებაც შემიძლია.“ - აღნიშნა შენგელიამ

აღნინულ შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა. შეგახსენებთ, რომ მოსკოველებმა ტურნირის ნახევარფინალში ყუბანის ლოკომოტივს 91:78 სძლიეს, ფინალური შეხვედრა კი 81:73 მოიგეს და სუპერთასს დაეპატრონნენ.

თორნიკე შენგელიას ცსკა-ს რიგებში სამი ტიტული დაუგროვდა. გასულ სეზონში ქართველმა კალათბურთელმა არმიელებტან რუსეთის ჩემპიონი და VTB ლიის გამარჯვებული გახდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები