Aa Aa
30 სექტემბერი 2021  |  02:34

იუვენტუსი 1:0 ჩელსი - მატჩის შემდეგ

ტურინში გამართული მატჩი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს „ჩელსის“ დამსახურებულადაც მოუგო.

„ბებერმა ქლაბატონმა“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 მოიგო და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

საინტერესო ფაქტები

„ჩელსის“ გოლის გატანის 16 მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. ეს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, მას შემდეგ რაც ოპტა მსგავს სტატისტიკებს ითვლის (2003-04 წლებიდან).

ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსი“ მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წამის გასვლის შემდეგ დააწინაურა, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე ნახევრებში გატანილ გოლებს შორის ყველაზე სწრაფია. ეს შედეგი რეკორდულად ითვლება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპტა მსგავს სტატისტიკებს ითვლის (2003-04 წლებიდან).

ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ კლუბებთან სტუმრად გამართული ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე წააგო. 2009-10 წლების სეზონში „ნაპოლისთან“, 2011-12 წლებში იუვენტუსთან და 2017-18 წლებში რომასთან.

რა თქვა ტუხელმა მატჩის შემდეგ

„მატჩის სტარტზე საკმარისად კარგად არ ვითამაშეთ. პირველი 12-15 წუთის განმავლობაში მათთვის მეტი ზიანის მიყენება შეგვეძლო. საჯარიმოში სახიფათო გადაცემების გასაკეთებლად მეტი სივრცე და შესაძლებლობა იყო.

ჩვენ ვერ შევძელით თამაშის რიტმისა და ინტენსივობის დადგენა, რადგან ისინი ღრმად და პასიურად იცავდნენ თავს. ჩვენ ჩარბენებს ვერ ვახერხებდით. გუშინ ვარჯიშზე ასე კარგად გამოვიყურებოდით, დღეს კი ძალიან შეზღუდულები ვიყავით. არ ვიცი ეს რატომ მოხდა.

მეჩვენებოდა, რომ ჩვენ ძალიან ნელა ვმოქმედებდით, ძალიან ნელა ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ამიტომაც ანალიზი არ არის ადვილი“.

რა თქვა ალეგრიმ მატჩის შემდეგ

„ჩვეულებრივ, როდესაც მეზღვაურები შტორმისას ზღვაში იმყოფებიან გამოსავლის პოვნა შეუძლიათ. ეს არის ის, რაც ამაღამ ჩვენ ევროპის მოქმედი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ გავაკეთეთ.

ტექნიკური თვალსაზრისით უკეთესად თამაში შეგვიძლია. მეტოქისთვის ბევრი რეალური შანსი არ მიგვიცია, მხოლოდ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა მივიღეთ. ორი ტურის შემდეგ 6 ქულა და ნული გაშვებული გოლი, ეს კარგი შედეგია.

თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ უპირატესობა გვექნებოდა, თუ სამი შემტევით ვითამაშებდით, თუმცა შემდეგ კიეზა ცენტრფორვარდად შევწიე და მის უკან ბერნარდესკი ვათამაშე. ამან კი შედეგი გამოიღო. სამომავლოდ კიეზა ცენტრფორვარდი გახდება.

იუვენტუსმა უნდა იცოდეს, როგორ მოიგოს ასეთი მატჩები, როდესაც უნდა იტანჯო და იბრძოლო, რათა მოიგო. ბიჭებმა დღეს ეს გააკეთეს. დიდი პატივისცემით ევროპის ჩემპიონების მიმართ, მაგრამ დღეს ვოიცეხ შესნის არცერთი სეივის შესრულება არ დასჭირვებია“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage