ქართველები 3 კაცით ანტალიის
Aa
Aa

ქართველები 3 კაცით ანტალიის "გრან პრიზე"

7-9 აპრილს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოს "გრან პრი" იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობაც. 

ირაკლი ცირეკიძის გუნდი მხოლოდ 3 ფალავნითაა წარმოდგენილი - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ჩადუნელი იჭიდავებს, 81 კილოგრამში - თამაზ კირაკოზაშვილი, ხოლო 100-ში - დავით ოზბეთელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე თბილისის "გრან პრიზე" ჩვენმა გუნდმა 6 მედლის, მათ შორის 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

 

ცხელი ამბები