ბექაური:
Aa
Aa

ბექაური: "ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ"

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი (90 კგ.) ლაშა ბექაური მომდევნო 3 წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს, რაც უდიდესი პატივი გახლავთ.

ამის უფლება მხოლოდ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს აქვთ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ნანატრი ოქროს ფერი. ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მხვდა წილად ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყანის ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება და მთელი ძალებით დავიცვა“.

- წერს ბექაური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ტოკიოში გამართული შეჯიბრი ისტორიული გახდა. ლაშა გუჯეჯიანის შეგირდებმა 4 მედალი მოიპოვეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები