გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ვერატიზე შეყვარებული ვარ"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თავი იდრისა განა გეიემ და ლეო მესიმ გამოიჩინეს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა და ერთ მომნეტში პარიზული გრანდის ნახევარმცველზე, მარკო ვერატიზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„ვერატიზე შეყვარებული ვარ. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც გამუდმებით წნეხის ქვეშ თამაშობს, თუმცა ყოველთვის მშვიდია. ერთი შეხებით თანაგუნდელის მეკარესთან პირისპირ დატოვება შეუძლია. მის თამაშს და ხასიათს კარგად ვიცნობ. ბედნიერი ვარ, რადგან მარკომ ტრავმა მოიშუშა და ბრწყინვალედ დაბრუნდა.

ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც გამუდმებით მაღალ პასებს დაარიგებს, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია დაეყრდნო. ის აუცილებლად აითვისებს ყველა საჭირო სივრცეს და მომენტს შეგიქმნის.“

ვერატი პსჟ-ში

იტალიელი ნახევარმცველი საფრანგეთში სათამაშოდ 2012 წელს „პესკარადან“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 2012 წლიდან დღემდე, მარკო ვერატიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 349-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 58 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები