Aa Aa
29 სექტემბერი 2021  |  10:07

„ჯერ ეს გჭირდება" - დვალიშვილმა ნურმაგომედოვს უპასუხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილს, უმარ ნურმაგომედოვს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, „მანქანასთან“ ბრძოლის სურვილი გამოთქვა. „თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ - ოდესმე“, - განაცხადა ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.

დვალიშვილი დაღესტნელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და განაცხადა: „პატივისცემა ძმაო... მაგრამ ჯერ გჭირდება, ყელსაბამი დაღესტნის რუკის გამოსახულებით (მერაბი ატარებს ყელსაბამს საქართველოს რუკის გამოსახულებით) და ჩოხა“.

შეგახსენებთ, რომ მარლონ მორაესთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, მერაბი UFC-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა. ბრაზილიელთან ჩხუბამდე „მანქანა“ თავის წონით დივიზიონში მე-11 ადგილს იკავებდა, ბრაზილიელ მებრძოლთა მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი მე-6 გახლავთ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage