Aa
Aa

"მაღალი დონის გუნდს ვხვდებით" - ტუხელი იუვენტუსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „არისტოკრატების“ თავკაცმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

რა თქვა ტუხელმა?

„ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილი გუნდები თამაშობდნენ. იუვე კი ერთ-ერთი ასეთია. მათ სეზონი ცუდად დაიწყეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის სახიფათონი არიან. გამარჯვებისთვის პოზიტიური ენერგია გვჭირდება. პულიშიჩი, ჯეიმსი და მაუნთი ტრავმირებულები არიან. კანტეს კი კორონავირუსი დაუდგინდა.

დაცვის სისტემა ჩემი პასუხისმგებლობაა. „სიტისთან“ ბურთის კონტროლის დროს უკნიდან ვთამაშობდით. სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თავს ვიცავდით. ასევე დიდი ხნის განმავლობაში „სიტის“ სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პრესინგის თამაში შეგვიძლია. მაღალ ბურთებზე კი ლუკაკუ გვყავს.

კრიშტიანუ იუვეს ძალიან აკლია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა და გამუდმებით ვითარდება. „ბიანკონერიმ“ დიდი ჩემპიონი და ბომბარდირი დაკარგა, მაგრამ ძლიერი გუნდის აშენება რონალდუს გარეშეც არის შესაძლებელი. „ბებერ ქალბატონს“ კოლოსალური გამოცდილება და ბრწყინვალე ხასიათი აქვს. ალეგრი კი შესანიშნავი მწვრთნელია. მაღალი დონის გუნდს ვხვდებით. მომავალ დაპირისპირებას დიდი მოლოდინით ვხვდები.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი „იუვენტუსსა“ და „ჩელსის“ შორის 29 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები