ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი - არჩილ მალაყმაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა
Aa
Aa

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი - არჩილ მალაყმაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა

არჩილ მალაყმაძემე ატაცის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინეთში მიმდინარე U20 და  U23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ  ატაცში 133/136 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა!

ძალოსანმა აკვრაში 154/161 კგ. დაძლია და  მე-5 საფეხურზე დადგა, იგივე პოზიცია დაიკავა ორჭიდის ჯამში დაგროვებული  297 კილოგრამით.

შეგახსენებთ, რომ არჩილ მალაყმაძის პირადი მწვრთნელი როლანდ ქავთარაძეა, ხოლო ნაკრების მთავარი დამრიგებელი მალხაზ ლომთაძე გახლავთ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები