Aa
Aa

"რეალი მას აცდუნებს" - ვაცკე ჰოლანდზე

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ერლინგ ჰოლანდი იყო, თუმცა ნორვეგიელი თავდამსხმელი „დორტმუნდში“ დარჩა. გერმანული მედია საშუალებების ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში, ჰოლანდის კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მისი შეძენა 150 მილიონ ევროდ შეეძლება.

ამასთან დაკავშირებით, „დორტმუნდის ბორუსიას“ გენერალურმა დირექტორმა ოიაჰიმ ვაცკემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ვაცკემ?

„ზოგი ექსპერტი ამბობს, რომ ჩვენ საფონდო ბირჟაზე ვართ და ზაფხულში ჰოლანდის გაყიდვა მოგვიწევს. ჩვენს კლუბში გადაწყვეტილებას ვინმეს გაყიდვასთან დაკავშირებით მხოლოდ ხელმძღვანელობა იღებს. ჯერჯერობით არავინ იცის ერლინგის მომავალი.

ჰოლანდი დამოუკიდებელი პიროვნებაა და ვფიქრობ, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს, თუმცა ის ახლაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ირიცხება.  მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალის“ მას აცდუნებს.“

ჰოლანდი „დორტმუნდში“

ახალგაზრდა ტალანტი გერმანულ კლუბს 2019 წლის ზამთარში შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ჰოლანდმა „დორტმუნდის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 67-ჯერ მოირგო, 68 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები