ვოლკანოვსკის 3 სავარაუდო მეტოქე - ჭიკაძე ერთ-ერთია
Aa
Aa

ვოლკანოვსკის 3 სავარაუდო მეტოქე - ჭიკაძე ერთ-ერთია

UFC 266-ის შემდეგ, სპორტულმა გამოცემა Sportskeeda-მა ალექსანდერ ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა და სავარაუდო კანდიდატები დაასახელა. Sportskeeda-ის სტატიაში 3 ვარიანტია განხილული და ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამრის დაცვა შესაძლოა, გიგა ჭიკაძის წინააღმდეგ მოუწიოს.

„გიგა ჭიკაძეს, რომელმაც UFC-ში გამართული საწყისი 7-ვე ჩხუბი საკმაოდ კომფორტულად მოიგო, განიხილავენ, როგორც მებრძოლს, რომელიც საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსს უახლოეს მომავალში მიიღებს. ნინძას UFC 266-ის მთავარი მოვლენის, ორტეგასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირების სათადარიგო მებრძოლთა შორისაც ასახელებდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

UFC-ში დაწყებული კარიერის სტარტზე, ჭიკაძე რამდენჯერმე გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეტოქეებზე ბევრად უკეთესი იყო, მათ დაფინიშებას ვერ ახერხებდა და კრიტიკა სწორედ ამან განაპირობა, თუმცა გიგამ სერიოზული პროგრესი განიცადა და ბოლო სამი ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. მისი დარტყმების სერია, რომელთა დახმარებითაც, მან ედსონ ბარბოზა დაამარცხა, ნამდვილად განსაკუთრებული სანახაობა იყო.

ჭიკაძე მზა პროდუქტი ჯერ კიდევ არაა და გრეპლინგში ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა რეგულარულად პროგრესირებს და მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში მერვეა, შესაძლოა, სატიტულო ბრძოლა მიიღოს. ქართველი მებრძოლი ვოლკანოვსკის აუცილებლად დიდ წინააღმდეგობას გაუწევს“.

აქვე გეტყვით, რომ Sportskeeda-მა ვოლკანოვსკის სავარაუდო მეტოქეთა შორის ჭიკაძის გარდა, ბრაიან ორტეგა და მაქს ჰოლოუეისა და იაირ როდრიგესის ბრძოლის გამარჯვებული დაასახელა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები