პირველად ამ სეზონში: მამარდაშვილი ვალენსიას სათადარიგოთა სკამზეა
Aa
Aa

პირველად ამ სეზონში: მამარდაშვილი ვალენსიას სათადარიგოთა სკამზეა

ლა ლიგის მე-7 ტურში ''ვალენსია'' ''მესტალიაზე'' ბილბაოს ''ატლეტიკს'' უმასპინძლებს. ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილებით გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდება, სასტარტოში კი ნიდერლანდელი იასპერ სილესენი ითამაშებს.

ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა ''სევილიასთან'' შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც განაპირობა ბორდალასის აღნიშნული გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ''ატლეტიკთან'' შეხვედრამდე ხოსე ბორდალასმა მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 ''არ ვასახელებ ფეხბურთელების გვარებს, რომლებმაც უნდა ითამაშონ, რადგან მათ პატივს ვცემ. დღესდღეობით მამარდაშვილი ასპარეზობს, მაგრამ არიან მოთამაშეები,რომლებიც კარგად შრომობენ. ხვალ ვნახავთ. ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ გუნდმა მაქსიმალური შედეგი აჩვენოს. ''ატლეტიკთან'' შეხვედრაში საუკეთესოებს შევარჩევთ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები