აკი ბაშო | ტოჩინოშინი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

აკი ბაშო | ტოჩინოშინი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ტოკიოში, აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინის (ლევან გორგაძის) მეტოქე მეორე მაეგაშირა კირიბაიამა იყო, რომლის წინააღმდეგაც სოტოგაკეს ილეთით დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის გამოკლებით, ამ დრომდე ტოჩინოშინი და კირიბაიამა ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ქართველისკენ იყო (3 გამარჯვებას/2 მარცხი), თუმცა აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ურთიერთშეხვედრებში უკვე 3-3-ია. 


მიმდინარე აკი ბაშოზე ტოჩინოშინის ანგარიშზე 7 გამარჯვება და 7 მარცხია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოლიათმა ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო.

მნიშვნელოვანია, რომ ტოჩინოშინმა დარჩენილი შეხვედრა მოიგოს, ტურნირი დადებითი ბალანსით რომ  დაასრულოს და ზამთრის ბაშოზე კვლავ ელიტარულ ლიგაში იასპარეზოს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს -  საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები