Aa Aa
24 სექტემბერი 2021  |  21:21

Moselle Open: ბასილაშვილი 1/4-ფინალში მონფილსთან დამარცხდა

საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე Moselle Open-ის საერთაშორისო ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-20 ჩოგანს, 35 წლის გაელ მონფილსს დაუპირისპირდა და ორ სეტში - 3:6, 3:6 დამარცხდა.

გამოცდილი მეტოქე ყველა კომპონენტში ნიკაზე უკეთესი იყო და პირველი სეტის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდა და სამ სეტში 0:6, 6:4, 7:6 (7:4) სძლია.

პირველი სეტი ესპანელის დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა, თუმცა მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობა მოიპოვა და 6:4 გაიმარჯვა. გადამწყვეტი მესამე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ნიკამ უკუბრეიკი შეასრულა და სეტის ტაიბრეიკამდე მიყვანა შეძლო, სადაც უკეთესი იყო - 7:4.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage