რუდიგერი მზადაა ბაიერნში გადავიდეს
Aa
Aa

რუდიგერი მზადაა ბაიერნში გადავიდეს

გერმანული Bild-ის ცნობით, ანტონიო რუდიგერმა „ბაიერნში“ გადასვლის იდეა მოიწონა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ „რეკორდმაისტერს“ შეუერთდეს.

წყაროს ცნობით, რუდიგერს „ჩელსის“ მიერ შეთავაზებული წლიური 8.5 მილიონი ევრო არ აკმაყოფილებს და გუნდის დატოვებას გეგმავს. გერმანელი მცველის სურვილია, რომ წელიწადში მისი ანაზღაურება 10 მილიონს შეადგენდეს.

საინტერესოა რამდენად გადაუხდის „ბაიერნი“ ცენტრალურ მცველს წლირად 10 მილიონს, რადგან მიუნხენელებს ზოგადად გაბერილი სახელფასო ბიუჯეტი დიდად არ ხიბლავთ. „რეკორდმაისტერში“ ამ მხრივ ყოველთვის წესრიგი იყო.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 28 წლის მცველს „ბაიერნის“ გარდა რამდენიმე ალტერნატივაც აქვს. ამ ეტაპზე, პსჟ და „რეალი“ სახელდება, თუმცა ეს ვარიანტები მაინც მეორეხარისხოვნად განიხილება.

„ჩელსი“ თავის მხრივ მზად არის ფეხბურთელს შეელიოს, რადგან ლონდონელები მომდევნო სეზონისთვის „სევილიადან“ ჟიულ კუნდეს გაფორმებას გეგმავენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები