ბორდალასი: ''ბილბაოსთან შეხვედრაში საუკეთესოებს შევარჩევთ''
Aa
Aa

ბორდალასი: ''ბილბაოსთან შეხვედრაში საუკეთესოებს შევარჩევთ''

ლა ლიგის მე-7 ტურში ხოსე ბორდალასის გაწვრთნილი ''ვალენსია'' ''მესტალიაზე'' ბილბაოს ''ატლეტიკს'' უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტების მეკარის საკითხით დაინტერესდნენ, დაიცავს თუ არა ''ღამურების'' კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი თუ მას ნიდერლანდელი იასპერ სილესენი შეცვლის.

კითხვა: ''ქომაგებს შორის დებატებია თუ ვინ დაიცავს ''ვალენსიას'' კარს ბილბაოს ''ატლეტიკთან'' შეხვედრაში, იმსჯელეთ ამ საკითხზე?''

ხოსე ბორდალასის პასუხი ასეთია: ''არ ვასახელებ ფეხბურთელების გვარებს, რომლებმაც უნდა ითამაშონ, რადგან მათ პატივს ვცემ. დღესდღეობით მამარდაშვილი ასპარეზობს, მაგრამ არიან მოთამაშეები,რომლებიც კარგად შრომობენ. ხვალ ვნახავთ. ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ გუნდმა მაქსიმალური შედეგი აჩვენოს. ''ატლეტიკთან'' შეხვედრაში საუკეთესოებს შევარჩევთ''.

შეგახსნებთ, ''ვალენსიასა'' და ბილბაოს ''ატლეტიკის'' დაპირისპირება 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. 

მიმდინარე სეზონში ლა ლიგის საწყის ექვს ტურში მამარდაშვილმა ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები