ვაჩიბერაძე საუკეთესოდ დასახელდა - ჩერნომორეცი შემდეგ ეტაპზეა
Aa
Aa

ვაჩიბერაძე საუკეთესოდ დასახელდა - ჩერნომორეცი შემდეგ ეტაპზეა

უკრაინის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''პრიკარპატია'' შინ ოდესის ''ჩერნომორეცთან'' 1:4 განადგურდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძემ სასტარტოში ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდს უკაპიტნა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე გაიტანეს, შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ვაჩიბერაძეს მოხვდა და ''ჩერნომორეცის'' კარის ბადეში აღმოჩნდა, მას ავტოგოლი ჩაუთვალეს, თუმცა ამის მიუხედავად Parimatch-ის ვერსიით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

ვაჩიბერაძის თანაგუნდელი გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 70-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

ქართველ ფეხბურთელებს გოლი არ გაუტანიათ და არც საგოლე პასი შეუსრულებიათ.

''ჩერნომორეცის'' მეტოქე მერდვედფინალურ ეტაპზე ხვალ გაირკვევა.

მიმდინარე სეზონში ვაჩიბერაძემ უკრაინის პრემიერ ლიგის ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, პირველ ტურში ''დესნასთან'' შეხვედრაში კაპიტანი იყო. 25 წლის ფეხბურთელს ქართული პასპორტი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან FIFA-სგან შესაბამისი ბარათი არ მიუღია. სავარაუდოდ, ამ ბარათს, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებას მისცემს, 2022 წლის ზამთარში მიიღებს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი წიტაიშვილს, კიევის ''დინამოდან'' იჯარით ''ჩერნომორეცში'' ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები