Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  21:29

ლაპორტა კუმანს პასუხობს: "ყველა მწვრთნელი შედეგებზეა დამოკიდებული"

ჟოან ლაპორტამ რონალდ კუმანის შესახებ დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ბოლო დროს პრესასთან პირდაპირი, გულახდილი საუბარი დაიწყო და ბევრი რამ ისე თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ იყო.

აშკარაა, რომ მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

„კუმანის მომავალი კადისთან მატჩის შედეგზე არ არის დამოკიდებული. ის გუნდის მთავარი მწვრთნელია და გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

ყველა მწვრთნელი, მათ შორის კუმანიც შედეგებზეა დამოკიდებული. ბარსას შემთხვევაში კი საქმე სათამაშო სტილსაც ეხება. თუ, აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამჟამად რონალდი ჩვენი მწვრთნელია და კლუბი მის გვერდით დგას.

ვხედავ, რომ ის ძალიან ნერვიულობს. ვფიქრობ, ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა აუცილებელი არ იყო. მან ჟურნალისტების კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებზე პასუხის გაცემისას საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყოველთვის გაქვს“.

- ამბობს ლაპორტა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბს კუმანის გაშვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და ნიდერლანდელი პოსტზე იქამდე დარჩება, სანამ ლაპორტა მის შემცვლელს საბოლოოდ არ შეარჩევს.

დირექტორთა საბჭოს ნახევარს ჩავის ახლავე დანიშვნა სურს, ლაპორტა კი ფიქრობს, რომ ჩავიმ ჯერ „ბარსა“ B უნდა ჩაიბაროს და შემდეგ პირველი გუნდი. თავად პრეზიდენტის ფავორიტი რობერტო მარტინესის კანდიდატურაა. სავარაუდოდ, ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage