პეკინი 2022 | ახალი დევიზი და ეკოლოგიური სტანდარტები
Aa
Aa

პეკინი 2022 | ახალი დევიზი და ეკოლოგიური სტანდარტები

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს, პეკინი უმასპინძლებს. 

ცნობილია დევიზიც - „ერთად, საერთო მომავლისთვის".

საინტერესოა, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლები, რომლებიც სამ კლასტერშია განთავსებული, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური და მყუდრო იქნება, ამასთანვე, სოფლის საერთო ზონაში სამი დიდი ეკრანი განთავსდება, სადაც სპორტსმენებს ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, მათ შორის: გარემოზე, უსაფრთხოებასა და მომსახურებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინელები  2008 წლის ზაფხულის თამაშებიდან დარჩენილ ოლიმპიურ მემკვიდრეობას გამოიყენებენ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები.

სოფლის მშენებლობისას გათვალისწინებული იყო ეკოლოგიური სტანდარტები, ბუნებას კი მინიმალური ზიანი მიადგა.

მომზადებულია geonoc.org-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები