MARCA | წლის აბსურდული გოლი - მამარდაშვილმა სევილიას გოლი აჩუქა
Aa
Aa

MARCA | წლის აბსურდული გოლი - მამარდაშვილმა სევილიას გოლი აჩუქა

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში სევილიამ ვალენსიას უმასპინძლა, შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და სევილიას გამარჯვებით, ანგარიშით - 3-1 დასრულდა. გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა.

რეალთან, მატჩის ბოლოს განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანური მედია წერდა, რომ გიორგის „ღამურების“ რიგებში ნიდერლანდელი იასპერ სილენსენი შეცვლიდა, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება, თუმცა არასასიამოვნო იყო მატჩის სცენარი.

შეხვედრას პოპულარული MARCA გამოეხმაურა და დაწერა:

შეცდომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი გავიდა - მამარდაშვილმა სევილიას მეორე გოლი აჩუქა.

თითქოს, ვალენსია რამონ სანჩეს-პისხუანზე საერთოდ არ გამოსულა. 22 წუთში ისინი 3 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ და საერთოდაც, ამ მატჩში 4 შეცდომის თანამიმდევრობა ასეთია: 1). მომენტი, როდესაც მე-15 წუთზე მონტიელის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ლატოს ხვდება 2) ბურთი საჯარიმოშია და მიმართულებას იცვლის 3) მამარდაშვილი არადამაჯერებელია და ცუდი მომენტი ყველაზე უარესი დასასრულით მთავრდება 4). ბურთი მეკარის ზემოთაა და ბადეშია.

მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გასულ 6 ტურში გიორგიმ 7 გოლი გაუშვა.

6 ტურის შემდეგ ვალენსიას 10 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს (3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი).

ვალენსია მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მესტალიაზე, 25 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 18:15 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები