Whoscored |  ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება მამარდაშვილმა მიიღო
Aa
Aa

Whoscored | ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება მამარდაშვილმა მიიღო

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში სევილიამ ვალენსიას უმასპინძლა, შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და სევილიას გამარჯვებით, ანგარიშით - 3-1 დასრულდა. გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა. გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, სტატისტიკის კუთხით, გიორგის ანგარიშზე 3 სეივი იყო.

რეალთან, მატჩის ბოლოს განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანური მედია წერდა, რომ გიორგის „ღამურების“ რიგებში ნიდერლანდელი იასპერ სილენსენი შეცვლიდა, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება, თუმცა არასასიამოვნო იყო მატჩის სცენარი.

მატჩის ბოლოს სტატისტიკურმა პორტალმა - whoscored, ფეხბურთელების შეფასებები გაასაჯაროვა. სამწუხაროდ, ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება ქართველმა მეკარემ, ტონი ლატოსთან ერთად მიიღო, რომელმაც შეხვედრის მე-15 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა (5.5).

6 ტურის შემდეგ ვალენსიას 10 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს (3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი).

ვალენსია მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მესტალიაზე, 25 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 18:15 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები