კიაერი:
Aa
Aa

კიაერი: "დღე არ გავა ერიქსენზე, რომ არ ვიფიქრო"

ევრო 2020-ის პირველ ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრების მატჩის დროს კრისტიან ერიქსენი კინაღამ დაიღუპა. რომ არა კიაერის და მედპერსონალის გმირობა შესაძლოა საფეხბურთო სამყაროს დანიელი ნახევარმცველი აღარ ჰყოლოდა.

იტალიურ მედიასთან საუბრისას კიაერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ხსენებული მოვლენები და განაცხადა, რომ კრისტიანზე ყოველდღე ფიქრობს.

რა თქვა კიაერმა?

„დღე არ გავა, რომ ერიქსენზე არ ვიფიქრო. ის დღე ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი ზეიმია, მაგრამ ჩვენთვის საშინელ მოგონებად დარჩა. იმ სიტუაციამ შოკში ჩამაგდო.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და ყველას ერთიდაიგივე შეგრძნება გვქონდა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ კრისტიანი ჯანმრთელად არის. სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.“

რა მოხდა 12 ივნისს

ევრო 2020-ზე ერთმანეთს დანიის და ფინეთის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. ტაიმის მიწურულს, დანიის ნაკრების ლიდერი კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად მინდორზე დაეცა და გაითიშა. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, "ინტერის" ნახევარმცველს გულის შეტევა ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა.

მედიკოსების ჩარევის შედეგად, „ნერაძურის“ ნახევარმცველი გადარჩა და სტადიონიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები