Aa
Aa

"ოქროს ბურთს იმსახურებს, მსოფლიოში საუკეთესოა" - ეტოო ბენზემაზე

კარიმ ბენზემა საოცარ ფორმაშია და სეზონი იდეალურად დაიწყო. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ლიდერი სწორედ ფრანგი თავდამსხმელი გახდა და დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს.

34 წლის შემტევზე საქებარი სიტყვები არც „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ დაიშურა. ეტოოს თქმით, ბენზემა მსოფლიოში  საუკეთესო ფორვარდია.

რა თქვა ეტოომ?

„მადრიდს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს. ნათელია, რომ მას ისეთი აღიარება და დაფასება არ აქვს, როგორიც ეკუთვნის, თუმცა ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხშირად ხდება.

ვფიქრობ, კარიმი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს. ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული, ბენზემა აუცილებლად მიიღებდა ამ ჯილდოს. ფეხბურთში ხშირად ხდება დაუმსახურებელი ფაქტები. მაგალითად რაულს, მალდინის, რობერტო კარლოსს და ასეთი კალიბრის ფეხბურთელებს არასდროს მოუგიათ ოქროს ბურთი.

უკანასკნელად, ფრანგი ეროვნების ფეხბურთელმა, რომელმაც ოქროს ბურთ მოიგო, ზინედინ ზიდანი იყო. ბენზემას ისევ აქვს დრო, რომ ეს სიტუაცია შეცვალოს.“

ბენზემა „რეალში“

ფრანგი თავდამსხმელი „სამეფო კლუბს“ 2009 წლის ზაფხულში, „ლიონიდან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. კარიმმა „ბლანკოსთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ბენზემამ დღემდე „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 565 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 285 გოლი გაიტანა და 149 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები