ჩხუბი მატჩის შემდეგ - ინტერის 13 გულშემატკივარი დაპატიმრებულია
Aa
Aa

ჩხუბი მატჩის შემდეგ - ინტერის 13 გულშემატკივარი დაპატიმრებულია

სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „ფიორენტინამ“ „ინტერს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. „ნერაძურიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ხსენებულ დაპირისპირებას მშვიდად არ ჩაუვლია. იტალიურ მედიაში ჩხუბის ამსახველი კადრები გავრცელდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ფიორენტინას“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე გუნდის ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საქმეში, რა თქმა უნდა პოლიცია ჩაერთო. სამართალდამცავებმა 18 „ნერაძურის“ ქომაგი დააკავა. Football Italia წერს, რომ პოლიციამ 18-დან 13 ადამიანი იცნო. ეს დაჯგუფება ადრეც იყო შემჩნეული მსგავს შემთხვევებში.

სამართალდამცავებმა 13-ვე გულშემატკივარი დააკავა. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ რამდენიმე მათგანის მანქანიდან რკინის ხელ-კეტები ამოიღეს. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ შეტაკება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ხსენებულ პიროვნებებს „ინტერის“ და „ფიორენტინას“ სტადიონზე შესვლა 10 წლით აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები