ლევანდოვსკი:
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "ჩემპიონთა ლიგაზე ვაჩვენებ, თუ რამდენად კარგი ვარ"

„ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ მედიას ესაუბრა და განაცხადა, რომ წარსულში ფლორენტინო პერესს შეხვდა. პოლონელმა ბომბდამშენმა ისიც თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სერია ა-ს გუნდებთან თამაში საკმაოდ რთულია.

რა თქვა ლევანდოვსკიმ?

„სიმართლეა, რომ ფლორენტინო პერესს შევხვდი და პირადად ვესაუბრე. მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს ყველაფერი მადრიდში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ მოხდა. „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს ვხვდები სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს და ვაჩვენებ, თუ რამდენად კარგი ვარ მე. ფოკუსირებული მხოლოდ დღევანდელ დღეზე და „ბაიერნის“ წარმატებაზე ვარ. გვინდა, რომ მუდამ გავიმარჯვოთ.

ჩემს შედეგებს და სტატისტიკას არასდროს ვადარებ ლეოს და კრიშტიანუსას. ორივე საოცარი ფეხბურთელია და უდიდეს პატივს ვცემ. მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, მინდა ყველას ვაჩვენო, თუ რა შემიძლია. არ აქვს მნიშვნელობა როგორი რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის. ტურინის „იუვენტუსში“ მეგობრები მყავს და კარგად ვიცი, რომ იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის სახიფათონი არიან. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

რობერტს ოქროს ბუცი გადასცეს

გასულ სეზონში, ევროპის მასშტაბით, შიდა ჩემპიონატების ეგიდით ყველაზე მეტი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და ამის გამო პოლონელმა თავდამსხმელმა ოქროს ბუცი მიიღო. დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები