სკანდალის ფონზე - აზმაიფარაშვილმა The Queen’s Gambit-ს წარმატება მიულოცა
Aa
Aa

სკანდალის ფონზე - აზმაიფარაშვილმა The Queen’s Gambit-ს წარმატება მიულოცა

The Queen’s Gambit-მა 62 მილიონი ნახვით Netflix-ის ყველაზე ნახვადი მინისერიალის წოდება დაიმსახურა.

სერიალში მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის, როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რომელიც ობოლი გოგონას როლს განასახიერებს, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო მოჭადრაკის სტატუსს დაიმსახურებს.

სერიალის დამსახურებით, Google-ს საძიებო სისტემაში ჭადრაკი 2-ჯერ უფრო ხშირად იძებნება, ამის გარდა, სტატისტიკის მიხედვით, chess.com-ზე ჭადრაკით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

სერიალის წარმატებას ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი გამოეხმაურა:

სერიალმა ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy 11-ჯერ დაიმსახურა. ჩემთვის დიდი პატივია ევროპის საჭადრაკო კავშირის სახელით წარმატება სერიალის მთელს გუნდს მივულოცო.

ჩვენ ამ შესანიშნავ მინისერიალს ვაფასებთ, რომელიც მსოფლიო ჭადრაკს ცვლის და საჭადრაკო სამყაროს განსაცვიფრებლად ლამაზად წარმოაჩენს.

მადლობა The Queen’s Gambit-ს, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა და რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს მასშტაბით ჭადრაკის პოპულარობამ იმატა. ის, რომ ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჭადრაკსა და მოჭადრაკეებზე დადებითად საუბრობენ, იმ შრომის დამსახურებაა, რომელიც გაწიეთ.

XXI საუკუნეში ჭადრაკის ეს ისტორია მომიხბლავია. ჩვენთვის სასიამოვნოა თქვენთან ერთად ამ თავგადასავალში ყოფნა  და ვიმედოვნებთ, რომ ეს სასარგებლო იქნება  საზოგადოებისთვის, რომელსაც ჭადრაკი ისეთ უნარებს განუვითარებს, როგორებიც პრობლემის კომპლექსური გადაჭრა და შემოქმედებითობაა.

 ამ დიდებულ მიღწევას კიდევ ერთხელ გილოცავთ სერიალის გუნდს, გულშემატკივარსა და საჭადრაკო სამყაროს .

შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის მინისერილია, რის გამოც ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. 

ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

ნონა გაფრინდაშვილის იურიდიული კომპანია BLB იცავს და მის საჩივარში აღნიშნულია:

ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.  Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, აღნიშნული ეპიზოდის ამოჭრას, რომელიც მას ეხება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები