კუმანმა პრესკონფერენცია დატოვა - კაპიტნები საქმის კურსში იყვნენ, კლუბი არა
Aa
Aa

კუმანმა პრესკონფერენცია დატოვა - კაპიტნები საქმის კურსში იყვნენ, კლუბი არა

რონალდ კუმანმა „კადისთან“ გასამართი მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ამჯერად ნიდერლანდელმა მხოლოდ განცხადება წაიკითხა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

„მოგესალმებით. კლუბი გარდაქმნის პროცესში ჩემს გვერდით დგას. კლუბის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი ფინანსური დახმარების გარეშე უნდა აღვადგინოთ.

დღევანდელი ახალგაზრდა ტალანტები შესაძლოა რამდენიმე წელიწადში მსოფლიო დონის ვარსკვლავები გახდნენ. კარგია, რომ ახალგაზრდებს შანსი მიეცემათ, როგორც თავის დროზე ჩავისა და ინიესტას, მაგრამ ამისთვის დრო და მოთმინებაა საჭირო.

ლა ლიგაში მოწინავე საფეხურზე ყოფნა წარმატება იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ბაიერნთან მარცხი სწორედ ამ კუთხით უნდა აღვიქვათ.

იმ პროცესში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მომუშავე გუნდს სჭირდება მხარდაჭერა.

მე ვიცი, რომ პრესა აღიარებს ამ პროცესს. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბარსელონას ისტორიაში, როდესაც ეს ხდება. ჩვენ გვჯერა თქვენი მხარდაჭერის ამ რთულ დროს. ჩვენ, როგორც გუნდი და როგორც ფეხბურთელები, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერისთვის, როგორიც ჩვენ გვქონდა გრანადასთან საშინაო მატჩში გვქონდა. დიდი მადლობა რომ მოხვედით. Visca Barca”.

როგორც ირკვევა, ამის შესახებ გუნდის კაპიტნები ინფორმირებულები იყვნენ, კლუბის ხელმძღვანელობა კი არა.

შეგახსენებთ, რომ „კადისი“ – „ბარსელონას“ მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები