სქოულზი:
Aa
Aa

სქოულზი: "კანტონა რონალდუს ჰგავდა, თუმცა კრიშტიანუ ჯერაც სხვა დონეზეა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა კრიშტიანუ რონალდუ ერიკ კანტონას შეადარა.

„ერიკი მას ძალიან ჰგავდა, ნაგრამ კრიშტიანუ კვლავ სხვა დონეზე იმყოფება. ერიკი უბრალოდ გამოდიოდა და ვარჯიშობდა, თუმცა სპორტდარბაზში სიარული დიდად არ უყვარდა.

რონალდუ კი მუშაობდა ვარჯიშამდეც და მის შემდეგაც. მას ზუსტად სურდა გაეგო, რომ პრემიერლიგაში ყველაზე ძლიერი ის იყო. ამისათვის, იგი დარბაზში დადიოდა.

არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ამ ასაკში ასეთი პროფესიონალი იყოს. იგი მთელი დღე მუშაობდა, ვარჯიშობდა თავისუფალ დარტყმებში. მუშაობდა სისწრაფეზე. ის ფეხებზე სიმძიმეებს იბამდა და ისე დარბოდა.

რონალდუ იმას აკეთებდა, რაც აქამდე ბრიტანელ ფეხბურთელებს ნანახი არ ჰქონდათ. და ეს არ არის ყველაფერი. ამ ყველაფრის შემდეგ ის კვლავ სპორტდარბაზში ბრუნდებოდა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ კარგად მომზადებულიყო“.

- ციტირებს სქოულზის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ „ვესტ ჰემის“ კარში გატანილი გოლი რონალდუსთვის 66-ე განსხვავებული სტადიონი გამოდგა, სადაც პორტუგალიელმა თავი გამოიჩინა. ეს ტოპ 5 ლიგებში საუკეთესო შედეგია. კრიშტიანუს შემდეგ მეორე პოზიციას ზლატანი იკავებს (64).

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები