საკვალიფიკაციო ეტაპი - 17 წლამდე ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - 17 წლამდე ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება

საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგში საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. სალომე ხუბულურის გუნდი შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახალი ფორმატით ჩატარდება. 49 ქვეყნის ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B1 ჯგუფში 24-30 სექტემბერს ბელარუსის, კოსოვოსა და ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

ლუქსემბურგში გამგზავრებამდე, 21 სექტემბერს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.

ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში 18 ფეხბურთელის შემადგენლობით 22 სექტემბერს გაემგზავრება.

მეკარეები: ანანო ხუცურაული (ბახტრიონი, ახმეტა), თამარ ყიზილაშვილი (ბახტრიონი, ახმეტა)



მცველები: ლიზი ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო აბულაძე (ნიკე, თბილისი), მაია ხუციშვილი (ნიკე, თბილისი), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ელენე გაზდელიანი (დინამო, სოხუმი)



ნახევარმცველები: მარიამ მამნიაშვილი (ნიკე, თბილისი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), ელენე ენჯიბაძე ( გორი იუნაიტედი, გორი), ლიზი დიასამიძე (დინამო, ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი, გორი)



თავდამსხმელები: ლიკა მანუჩარაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (კვარტალი, თბილისი),  ნინო ბუხრიკიძე (ნიკე, თბილისი), ლიზი გომელაური (დინამო, სოხუმი), ნინი ბერიძე (დინამო, ბათუმი)

ფორმატის თანახმად B ჯგუფში გამარჯვებული ნაკრებები (სულ ექვსი გუნდი) A ლიგაში გადაინაცვლებენ. წლის ბოლოს კი A ლიგაში მოასპარეზე 28 ნაკრები, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. ჯგუფებში გამარჯვებულ შვიდ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდება. რვა გუნდის მონაწილეობით ფინალური ეტაპი 2022 წლის 3-15 მაისს გაიმართება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები