ჯიღაურმა გაიტანა - ბათუმმა თელავს მინიმალური სხვაობით მოუგო
Aa
Aa

ჯიღაურმა გაიტანა - ბათუმმა თელავს მინიმალური სხვაობით მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ „თელავს“ ესტუმრა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გია გეგუჩაძის გუნდმა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო.

სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მე-16 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მასპინძლები ცდილობდნენ, თუმცა ბათუმის კარის აღებას ვერ ახერხებდნენ. აჭარულმა გუნდმა გაიმარჯვა და ცხრილში 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ გამარჯვების შემდეგ გეგუჩაძის გუნდს 53 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „თელავს“, 25 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მომავალ ტურში ბათუმის „დინამო“ „სამგურალს“ უმასპინძლებს. მატჩი 24 სექტემბრით თარიღდება და 21:00-დან დაიწყება. „თელავი“ კი ასევე 24 სექტემბერს გორის „დილას“ საკუთარ კედლებში შეხვდება. ხსენებული დაპირისპირება 19:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები