კასპაროვის შეცდომა ? - კარპოვმა ნონას საჩივარზე კომენატრი გააკეთა
Aa
Aa

კასპაროვის შეცდომა ? - კარპოვმა ნონას საჩივარზე კომენატრი გააკეთა

ჭადრაკის მსოფლიო მე-12 ჩემპიონმა ანატოლი კარპოვმა ნონა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით ის ვერ ხვდება,თუ რატომ შეეშალა გარი კასპაროვს ნონა გაფრინდაშვილის ისტორია.

„ვერ ვხდები გარი კასპაროვმა მსგავსი შეცდომა როგორ დაუშვა,რომელიც სერიალის სცენარისტის კონსულტანტი იყო. შესაძლოა მას ყველაფერს არ უყვებოდნენ. იმიტომ რომ,მან მშვენივრად იცის,რომ ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი იყო,რომელმაც კაცებში გროსმაისტერის წოდება მოიპოვა. ამ კუთხითაც ქალბატონი ნონა მართალია. რა თქმა უნდა მისთვის უნდა დაეძახათ საბჭოთა მოჭადრაკე.მაშინ არ იქნებოდა ასეთი ქაოსი. მაგრამ „რუსი მოჭადრაკე“- აქ უკვე ეროვნებას ვეხებით. ყველამ ვიცით რომ გაფრინდაშვილი დაიბადა საქართველოში და ის ქართველია,რითაც ამაყობს. ისედაც მას რუს მოჭადრაკედ არასდროს არავინ იხსენიებდა. ჩემი მახსოვრობით ქალბატონ ნონას წლებია ქართველ მოჭადრაკეს ან საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს ეძახდნენ“- განაცხადა კარპოვმა

შეგახსნებეთ,რომ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის ("ლაზიერის გამბიტი") ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

''ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია''.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია. ნონა გაფრინდაშვილის იურიდიული კომპანია BLB იცავს და მის საჩივარში აღნიშნულია:

”ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია''.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, აღნიშნული ეპიზოდის ამოჭრას, რომელიც მას ეხება. 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები