GOAL: იურგენ კლოპის ლივერპული ტიტულების კანდიდატია? თავად განსაჯეთ...
Aa
Aa

GOAL: იურგენ კლოპის ლივერპული ტიტულების კანდიდატია? თავად განსაჯეთ...

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულმა კრისტალ პალასს ენფილდზე უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და იურგენ კლოპის გუნდის სრული დომინირებითა და გამარჯვებით დასრულდა (3-0).

გუნდში არსებული დანაკლისების გათვალისწინებით, იურგენ კლოპს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება მოუწია, შეხვედრამ ალექსანდრ-არნოლდისა და ენდი რობერტსონის გარეშე ჩაიარა, მატჩს გამოაკლდა ჟოელ მატიპიც, რასაც პოპულარული Goal გამოეხმაურა:

შაბათს საღამოს, კრისტალ პალასთან გამარჯვება და 3-0 ეს იყო პასუხი მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ იურგენ კლოპს ხარისხიანი სათადარიგოთა სკამი ჰყავს  - მატჩი მთავარი ფეხბურთელების - ალექსანდრ-არნოლდის, ენდი რობერტსონისა და  ჟოელ მატიპის გარეშე. ეს იურგენ კლოპისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ისინი ცხრილის სათავეში დარჩნენ.

ვისაც ლივერპულის სიძლიერის კიდევ არ სჯერა, შეუძლია გადახედოს და შესაძლოა, აზრიც შეიცვალოს, როდესაც ნახავს, რომ ამ გუნდმა 7 დღეში 3 მაღალი დონის მატჩი ჩაატარა და სამივე შეხვედრა მოიგო. მითუმეტეს, იურგენ კლოპმა როტაციას მიმართა და არაერთი ცვლილება განახორციელა - 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლივერპულმა მატჩი ზემოხსენებული, მსოფლიო დონის მარცხენა და მარჯვენა მცველების გარეშე დაიწყო, ხოლო 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, ასევე პირველი მატჩი, როდესაც გუნდს ტრენტი და ენდი დააკლდა.

მოედანზე გამოჩნდა ბერძენი კოსტას ციმიკასიც და 35 წლის ჯეიმს მილნერი, რომელსაც იურგენ კლოპი ყოველთვის უხმოს, როდესაც დანაკლისების გამო გამოცდილი მოთამაშე აკლდება.

ამ უიქენდზე გოლები მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ გაიტანეს. ეს სალაჰისთვის 99-ე გოლი იყო პრემიერლიგის ეგიდით, ხოლო სენეგალელმა ყველა ტურნირის გათალისწინებით, თავი 100 გოლს მოუყარა. სადიო მანეს ქმედებებსა და განიავებულ მომენტებს ბევრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მან ზედიზედ 9 მატჩში გაიტანა, რაც ინგლისის პრემიერლიგის რეკორდია.

იურგენ კლოპისთვის დიოგო ჟოტასა და ნაბი კეიტას სახელის გაგონებაც სასიამოვნო იქნება, მითუმეტეს ამ უკანასკნელმა ბოლო 14 თვის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა მას შემდეგ, როდესაც მატჩის 62-ე წუთზე ტიაგო ალკანტარა შეცვალა.

ამ გამარჯვებით ლივერპულმა მანჩესტერ სიტისთან უპირატესობა გაზარდა და კარაბაოს თასზე, ნორვიჩის წინააღმდეგ, თუნდაც, სარეზერვო შემადგენლობით, მშვენიერი განწყობით ითამაშებს.

შესაძლოა, ეს ტრანსფერების მხრივ, ლივერპულისთვის მიმზიდველი ზაფხული არ ყოფილა, თუმცა საფეხბურთო სეზონის სტარტი მიმზიდველია, 5 მატჩიდან 4 გამარჯვება, 12 გატანილი გოლი და მხოლოდ 1 გაშვებული, თანაც, ლივერპულის არასრული ძალებით.

ტიტულის კანდიდატები? ეს თავად გადაწყვიტეთ.

ინგლისის პრემიერლიგის 5 ტურის შემდეგ ლიდერებს - ჩელსისა და ლივერპულს თანაბარი, 13-13 ქულა აქვთ.

იურგენ კლოპის გუნდი მომდევნო მატჩს ნორვიჩის წინააღმდეგ, კარაბაოს თასზე, 21 სექტემბერს გამართავს, ხოლო პრემიერლიგას რამდენიმე დღეში, 25 სექტემბერს, ბრენტფორდთან მატჩით დაუბრუნდება. შეხვედრა ლონდონში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები