რონალდუმ ისევ გაიტანა - იუნაიტედმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა
Aa
Aa

რონალდუმ ისევ გაიტანა - იუნაიტედმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. „წითელმა ეშმაკებმა“ ძალზედ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ უპირატესობას სულშერის შეგირდები ფლობდნენ, თუმცა ანგარიში 30-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ბენრამამ გახსნა. „იუნაიტედი“, რა თქმა უნდა ამ შედეგზე გაჩერებას არ აპირებდა და 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში მანჩესტერულმა გრანდმა უპირატესობა განამტკიცა და მატჩის სცენარი სწორედ მათი კარნახით მიმდინარეობდა. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე „ვესტ ჰემის“ კარის დარაჯი გამოცდილი ლუკაშ ფაბიანსკი იყო.

„ჩაქუჩების“ გატეხვა 89-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ჯესი ლინგარდმა მოახერხა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ასევე ცვლილებაზე გამოსული ნემანია მატიჩის პასი გამოიყენა. შეხვედრის 94-ე წუთზე დე ხეას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მარკ ნობლიმ ვერ გამოიყენა. საბოლოო ჯამში დიდი ტერიტორიული უპირატესობის ფონზე სულშერის გუნდმა გაიმარჯვა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ გამარჯვების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ლივერპულს“. მერსისაიდული გრანდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციას იკავებს.

მომავალ ტურში „წითელი ეშმაკები“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლებენ. მატჩი 25 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები