სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "რიო ისეთ თემებზე საუბრობს, რომელზეც ბევრი არაფერი იცის"

მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდმა რონალდუ „იანგ ბოიზთან“ მატჩში მოედნის დატოვების შემდგომი ქცევისთვის გააკრიტიკა, თავისი ფეხბურთელი თავად ოლე გუნარ სულშერმა დაიცვა.

რა თქვა ფერდინანდმა

რონალდუმ მოედანი ბრუნო ფერნანდეშის მსგავსად 72-ე წუთზე დატოვა. ორივე ფეხბურთელი შემდეგ ფეხზე რამდენჯერმე წამოდგა და მწვრთნელის გვერდით დადგა. კრიშტიანუმ კი რამდენიმეჯერ თანაგუნდელებს მითითებაც მისცა.

„მე, რომ მწვრთნელი ვიყო, მაშინ უნდა ვიყო გულწრფელი. მას ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო. ყველაფერი მესმის. როცა საქმე რონალდუს ეხება, ხალხი ამბობს: „ოჰ, ეს უბრალოდ მოჩვენებითი მამაცობაა“. რონალდუ ძალიან ემოციური ბიჭია. მას გამარჯვება სურს, უნდა გაიმარჯვოს და ემოციების შეკავება არ შეუძლია. თუ, ეს ნიშნავს, რომ იგი მწვრთნელის გვერდით უნდა იდგეს და რაღაცას ყვიროდეს, ასეც იყოს. როცა ადამიანებს აქვთ ასეთი სტატუსი, როგორ შეიძლება მათთან კამათი?“

რა თქვა სულშერმა

„რიო ხანდახან ისეთ საკითხებზე აკეთებს კომენტარებს, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი იცის.

პერეირა მატიჩის წინააღმდეგ უხეშად თამაშობდა და მას ყვითელი უნდა მიეღო. ამ მომენტში ბრუნო და კრიშტიანუ თამაშში ძალიან ჩაერთნენ და ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ. ისინი აქ დიდხანს არ დარჩენილან. მსაჯს რაღაცას უყვიროდნენ. თუმცა არბიტრმა მსგავსი ტენდენცია შეინარჩუნა. ჩვენს წინააღმდეგ რამდენიმე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ რონალდუ და ბრუნო დასხდნენ.

ყველამ ვიცით, რომ ტექნიკურ ზონაში ყოფნა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია. მე ან კერიკს, ან მაიკ ფელანს, ან კირან მაკკენას.

ისინი მომენტის გავლენიდან გამომდინარე წამოდგნენ. იანგ ბოიზის ფეხბურთელები გაძევებას იმსახურებდნენ. მე არ მაქვს იმაზე პრობლემა, რომ მათ ემოციები გამოავლინონ და შემდეგ ისევ უკან დაჯდნენ. რონალდუს ფეხბურთელებისთვის მითითებები არ მიუცია“.

- აღნიშნა სულშერმა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები