აკი ბაშო: ტოჩინოშინის მე-6 მარცხი
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინის მე-6 მარცხი

„აკი ბაშოს“ მე-8 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა იჩიიამამოტო იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ლევანი მას თავის კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა და დაამარცხა. დღეს კი ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა.

გორგაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ორივე რიკიში ცუპარების გამოყენებას ცდილობდა. საბოლოოდ, ქართელმა წონასწორობა დაკარგა, რა დროსაც მეტოქემ შანსი ხელიდან არ გაუშვა და დოჰიოდან გადაიყვანა.

ამრიგად, ლევან გორგაძეს 2 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. კაჩი-კოშის გაფორმება ამ გადმოსახედიდან ურთულესი იქნება.

მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიიონო მიოჰიტო იქნება, რომელსაც სულ ერთხელ შეხვდა და დამარცხდა. ეს 2021 წელს მოხდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები