Aa
Aa

"ლივერპული" "რეალს" 92 მილიონ ევროს სთავაზობს!

ბრიტანული The Sun-ის თქმით, "ლივერპული" მზადაა მადრიდის "რეალს" მის 2 ფეხბურთელში 92 მილიონი ევრო გადაუხადოს. 

საუბარია 25 წლის ხამეს როდრიგესსა და 21 წლის მარკო ასენსიოზე. ერთსაც და მეორესაც "რეალში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა, არადა ამბიციები არცერთს რომ არ აკლია, ესეც ფაქტია. როდრიგესს არაერთხელ უთქვამს, რომ თუკი იგი "ბლანკოსის" ძირითადში ადგილს ვერ მოიპოვებს, კლუბის დასატოვებლად მზად იქნება. ასეთი დონის მოთამაშეს კი მსურველები რომ უხვად ჰყავს, გასაკვირი ნამდვილად არაა. 

აღსანიშნავია, რომ როდრიგესისა და ასენსიოს "ენფილდზე" ხილვის სურვილი თვით იურგენ კლოპმა გამოხატა და მერსესაიდელთა ბოსებს ამაზე სიტყვაც ჩამოუგდო. მათაც თავის მხრივ პირველი რაც გააკეთეს, შესაბამის პირებს თანხა გამოუყვეს და მომენტალურად საქმის დაწყება მოთხოვეს. 

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ამ ამბის გარშემო. ერთი კი უდავოა, რომ წელსაც ტრადიციულად სატრანსფეროდ "ცხელი" და აქტიური ზაფხული გველის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები