Aa
Aa

"ჰენდერსონი მე და კლოპს გვიყურებდა და ფიქრობდა: „რა ჯანდაბა ხდება?“

ყოფილი ბრიტანელი არბიტრი მარკ კლატენბურგი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს და გერმანელი სპეციალისტის მიმართ თავის შეხედულებებს გვიზიარებს.

„დიდებული მწვრთნელია, მაგრამ წაგება არ იცის. პირველად მას 2014 წელს შევხვდი, როცა მისმა დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალთან 3:0 წააგო.

მატჩის შემდეგ, გასახდელიდან გამოსვლისას მარსელომ და მისმა მეუღლემ ფოტოს გადაღება მთხოვეს, რაზეც თანხმობა მივეცი. ეს იყო ფოტო მათ პირად ტელეფონში, ასე რომ პრობლემა არ იყო. ამ დროს იქვე კლოპმა ჩაიარა და თქვა: „აი თურმე როგორ წაგვიგია. ასე არ არის?“

ეს ტონი არ ყოფილა მეგობრული, ის სარკასტული იყო. „იღბლიანი ხართ, რომ მხოლოდ 3:0 წააგეთ“, - ვუთხარი მე. ის ფაქტი, რომ მადრიდში ვიყავით, ალბათ უფრო მეტი გამბედაობა შემმატა. ვღიზიანდები, როცა მწვრთნელები მარცხს ღირსეულად ვერ იღებენ.

კლოპმა წაგება არასდროს იცოდა. გამარჯვებისას ის ყოველთვის ბედნიერი იყო, მხიარული. როცა ყველაფერი ცუდად მიდიოდა, შემდეგ ღიზიანდებოდა.

კლოპთან ბოლო მატჩი 2017 წლის იანვარში მომიწია, ენფილდზე ჩელსის წინააღმდეგ. მწვრთნელები გასახდელში მატჩამდე ერთი საათით ადრე იშვიათად მოდიოდნენ, რათა შემადგენლობები გაეცვალათ. ამჯერად კლოპი ჰენდერსონთან ერთად მოვიდა.

უცნაური იყო. ის იდგა და დაახლოებით 30 წამი მიყურებდა. მე უბრალოდ მას შევხედე. შემდეგ ჯორდანს შევხედე, რომელიც ფიქრობდა: „რა ჯანდაბა ხდება?“ კლოპს ეგონა, რომ სულელი ვიყავი? არ ვაპირებდი შეშინებას მისი ქმედების გამო. შემდეგ იგი წავიდა და გავიფიქრე: „რა უცნაური ვინმეა“.

- ციტირებს კლატენბურგის სიტყვებს Daily Mail-ი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები