Aa
Aa

"მოსამზადებლად 10 წუთი გვქონდა" - გუარდიოლა საუთჰემპტონთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ „ქალაქელებმა“ ცუდად ითამაშეს. გუარდიოლას გუნდმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

შეხვედრა კი ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძლებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესეს. მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„ჩვენ დღეს იმიტომ კი ვერ მოვიგეთ, რომ ცენტრ-ფორვარდი არ გვყავდა.. არა, უბრალოდ შეთამაშება გვაკლდა და წინ წაწეულ ფეხბურთელებს კარგი პასები არ მისდიოდათ. ჩვენ მხოლოდ ერთხელ დავარტყით, მოწინააღმდეგემ კი 2-ჯერ, თუმცა ჩემმა მცველებმა „წმინდანებს“ საჯარიმოს გარედან რამდენჯერმე დაუბლოკეს დარტყმა.

მოწინააღმდეგეს მოსამზადებლად 1 კვირა ჰქონდა, ჩვენ კი მხოლოდ 10 წუთი, ისიც გუშინ. პრემიერ ლიგაში 38 ტურია და ყველა ყველას ეთამაშება, თუმცა გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, რთული გრაფიკი აქვთ.

ვისურვებდი, რომ ძალების აღდგენისთვის უფრო მეტი დრო გვქონოდა და სიახლეები გვეპოვნა, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა. სამწუხაროდ, ასეთი დღეები ხშირად არის. ფეხბურთელებმა არაერთი დასარტყმელი სიტუაცია შექმნეს, თუმცა არ ურტყამდნენ. ვფიქრობ, გადამწყვეტ მომენტში უფრო მეტად სახიფათო უნდა ვიყოთ.“

ანგარიშის მიუხედავად, მატჩი მხიარული იყო. ორივე გუნდი უტევდა და მეტიც, „საუთჰემპტონმა“ ედერსონის კარისკენ 2-ჯერ დაარტყა. ტერიტორიული უპირატესობა, რა თქმა უნდა, „სიტის“ მხარეს იყო, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. მატჩის მიწურულს, რაჰიმ სტერლინგმა გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეო ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ამ მატჩის შემდეგ მანჩესტერულ გრანდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მთავარ კონკურენტებს ჯერჯერობით თავიანთი მატჩები არ გაუმართავთ. საუბარი „ტოტენჰემზე“, „ჩელსიზე“ და „მანჩესტერ იუნაიტედზეა.“

მომავალ ტურში გუარდიოლას შეგირდები „ჩელსის“ ესტუმრებიან. მატჩი 25 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები