ჩისკოს მეორე გამარჯვება პრემიერ ლიგაში - სარის დუბლი და 3 ქულა
Aa
Aa

ჩისკოს მეორე გამარჯვება პრემიერ ლიგაში - სარის დუბლი და 3 ქულა

თბილისის ''დინამოს'' ექს-მთავარმა მწვრთნელმა ჩისკომ ''უოტფორდის'' მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პრემიერ ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის მე-5 ტურში ''ნორვიჩი'' შინ ''უოტფორდთან'' 1:3 დამარცხდა.

მე-17 წუთზე ჩისკოს გუნდი ნიგერიელმა ემანუელ დენისმა დააწინაურა. 35-ე წუთზე ტეემუ პუკიმ ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი შეაგდეს, ისმაილა სარის დუბლით ''უოტფორდმა'' 3 ქულა მოიპოვა.

ჩისკოს გუნდი პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრას 25 სექტემბერს ''ნიუკასლის'' წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ''უოტფორდის'' საშინაო არენაზე,  ''ვიკარიჯ როუდზე'' შედგება.

მიმდინარე სეზონში ''უოტფორდმა'' ''ნორვიჩის'' გარდა ''ასტონ ვილა'' დაამარცხა (3:2), ხოლო ''ბრაიტონთან'' (2:0), ''ტოტენჰემთან'' (1:0) და ''ვულვერჰემპტონთან'' (0:2) დამარცხდა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში თბილისის „დინამოს“ ყოფილმა დამრიგებელმა ინგლისურ კლუბში საოცარი სამუშაო გასწია და „უოტფორდი“ ნანატრ პრემიერ ლიგას დაუბრუნა.

ჩისკომ თბილისის ''დინამო'' კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორჯერ გააჩემპიონა (2019, 2020).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები