ოპერაცია სჭირდება - ლიკა კვირკველიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო
Aa
Aa

ოპერაცია სჭირდება - ლიკა კვირკველიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო

ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილი 16 წლის კალათბურთელი ლიკა კვირკველია რამდენიმე თვეა ესპანეთში, კონკრეტულად კი  „ადერევა ტენერიფეში“ თამაშობს. ქართველმა კალათბურთელმა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ლიკა თავის გუნდთან ერთად კუნძულის ჩემპიონატი მოიგო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კვირკველიამ მარჯვენა ხელის მტევანი მოიტეხა და სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება. 16 წლის კალათბურთელმა Crystalsport-თან მომხდარის შესახებ ისაუბრა.

რა თქვა ლიკამ?

„ლა ვიქტორიასთან“ მატჩის ბოლო წუთებზე მეტოქისთვის ბურთის წართმევას ვცდილობდი, რა დროსაც მარჯვენა ხელის მტევანი მოვიტეხე. იმ მომენტში ტკივილი ვიგრძენი, თუმცა საკმაოდ დინამიური და მნიშვნელოვანი მატჩი მიმდინარეობდა.. ამის გამო თამაში არ შევწყვიტე, ხსენებულ ეპიზოდში ბრწყინვალე ასისტი შევასრულე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.

მოტივაციას ის მაძლევდა, რომ დიდების გუნდში ვთამაშობდი და არა ჩემი ასაკის გოგოებთან ერთად.. თამაშის შემდეგ გამოკვლევები ჩამიტარდა და აღმოჩნდა, რომ ოპერაცია მესაჭიროება. დიდი ალბათობით ქირურგიული ჩარევა ორშაბათს მოხდება. როგორც მითხრეს, ოპერაციას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება. ექიმების თქმით, ვარჯიშის განახლებას 2 თვის შემდეგ მოვახერხებ.“

ლიკა კვირკველია "ტენერიფეს" შემადგენლობაში

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები