არც იბრა, არც ჟირუ - მილანი იუვეს დანაკლისით ხვდება
Aa
Aa

არც იბრა, არც ჟირუ - მილანი იუვეს დანაკლისით ხვდება

სერია ა-ს მეოთხე ტურში გულშემატკივრები ცენტრალურ დაპირისპირებას იხილავენ. ტურინის „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს.

ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „როსონერის“ ოლივიე ჟირუც გამოაკლდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას მხოლოდ იბრა გამოტოვებდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ბებერ ქალბატონს“ ვერც ჟირუ დაეხმარება.

ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება „ჩელსის“ ყოფილი შემტევი.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება. „ბიანკონერისა“ და „როსონერის“ დაპირისპირება 19 სექტემბრით თარიღდება და 22:45-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები