ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ჩვენთან შეხვედრა მილანისთვის უფრო მნიშვნელოვანია"

სერია ა-ს მეოთხე ტურში გულშემატკივრები ცენტრალურ დაპირისპირებას იხილავენ. ტურინის „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბიანკონერის“ თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ალეგრიმ?

„წინ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. „მილანი“ ბოლო ორ სეზონში გაიზარდა. მათი ახლანდელი ბირთვი 3 წელია ერთად თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება „მილანისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენთვის.

„როსონერიმ“ „ლივერპულთან“ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ადვილი მატჩი არ გველოდება. ჯერჯერობით შემადგენლობასთან დაკავშრებით ვერ ჩამოვყალიბდი. ყველაფერს ხვალ გადავწყვეტ.

იღბლიანი ვარ, რადგან თავის დროზე იბრაჰიმოვიჩისნაირ ფეხბურთელს ვწვრთნიდი. ის ახლაც დიდებული ფეხბურთელია. მე ახალი „იუვენტუსი“ აღმოვაჩინე. ჩვენ არ შეგვიძლია დღევანდელი გუნდი წარსულისას შევადაროთ.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო მეტი ქულა აგვეღო. ეს ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. საჭიროა, რომ ყველა ერთად გავიზარდოთ. მჭირდება იმის ცოდნა, თუ ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ეფექტურად ჩართვა.

გპირდებით, ხვალ დიდებულად ვითამაშებთ, თუმცა შედეგს წინასწარ ვერ გამოვიცნობთ. „იუვენტუსი“ ვალდებულია ტიტული მოიგოს და არა ერთი კონკრეტული შეხვედრა."

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება. „ბიანკონერისა“ და „როსონერის“ დაპირისპირება 19 სექტემბრით თარიღდება და 22:45-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები