შერიფის ქართველი დირექტორი ჩემპიონთა ლიგის წარმატებაზე: „ფეხბურთელებში დიდ ფულს არ ვიხდით
Aa
Aa

შერიფის ქართველი დირექტორი ჩემპიონთა ლიგის წარმატებაზე: „ფეხბურთელებში დიდ ფულს არ ვიხდით"

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში შერიფმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ფლეი-ოფში წარმატებით იასპარეზა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქეები რეალი, ინტერი და შახტარი არიან.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის ჩემპიონის აღმასრულებელი დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ამ კლუბში გაატარა და შერიფის ლეგენდად ითვლება.

გუნდის წარმატებაში მისი როლი ძალიან დიდია.

დღეს, საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად თარხნიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც გუნდის განვლილი გზის შესახებ ისაუბრა:

ჩემპიონთა ლიგამდე დიდი გზა გავიარეთ, რადგან მანამდე ევროპის ლიგის ჯგუფში ოთხჯერ ვიყავით. ამ წარმატებას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა. ეს გუნდის პრეზიდენტის დამსახურებაა. ჩვენმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა დიდი სამუშაო გაწია და მიხარია, რომ შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. მწვრთნელის და დირექტორის ასეთი თანამშრომლობა ყველა გუნდისთვის, სანატრელია.

ყველამ იცის, რომ მოლდოვას ფეხბურთში ასეთი წარმატება არ ჰქონია და აქ ფეხბურთელის ჩამოყვანა ძნელია, თანაც დიდ ფულს არ ვიხდით. ევროპელებთან შედარებით საშუალო ხელფასებია, მაგრამ მოთამაშეებთან არგუმენტებს ვპოულობთ – სულ ევროპულ ტურნირებზე ვთამაშობთ და ამით მათ გაყიდვას ხელს ვუწყობთ.

9 ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები გვყავს: გვინეის, განის, მალის, მალავისნიგერისჩრდილომაკედონიისა და ლუქსემბურგის. მაგალითად, ადამა ტრაორე მალის ნაკრებშია, აქცენტი ახალგაზრდა აფრიკელებზე გავაკეთეთ, რომლებიც სულ თამაშობენ ან სულ იწვევენ. დიდი სასწაული არ გაგვიკეთებია.

მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ლეგიონერებზე ლიმიტი გააუქმეს. ხელი ამანაც შეგვიწყო.

აღსანიშნავია, რომ პრესტიჟული ტურნირი შერიფმა გამარჯვებით დაიწყო და პირველი შეხვედრა შახტარს საკუთარ მოედანზე, ორბურთიანი სხვაობით მოიგო (2-0).

ჩემპიონთა ლიგაზე შერიფი მომდევნო მატჩს რეალის წინააღმდეგ, სტუმრად, 28 სექტემბერს ჩაატარებს.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი შერიფი/1TV.GE

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები