სულშერის საქმეში ჩაერია - ფერდინანდი რონალდუს აკრიტიკებს
Aa
Aa

სულშერის საქმეში ჩაერია - ფერდინანდი რონალდუს აკრიტიკებს

რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუ თავისი ქცევის გამო გააკრიტიკა, რომელიც „იანგ ბოიზთან“ მატჩში სულშერმა შეცვალა.

რონალდუმ მოედანი ბრუნო ფერნანდეშის მსგავსად 72-ე წუთზე დატოვა. ორივე ფეხბურთელი შემდეგ ფეხზე რამდენჯერმე წამოდგა და მწვრთნელის გვერდით დადგა. კრიშტიანუმ კი რამდენიმეჯერ თანაგუნდელებს მითითებაც მისცა. Metro-სთან საუბრისას ფერდინანდი სწორედ ამ მომენტს იხსენებს.

„მე, რომ მწვრთნელი ვიყო, მაშინ უნდა ვიყო გულწრფელი. მას ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო. ყველაფერი მესმის. როცა საქმე რონალდუს ეხება, ხალხი ამბობს: „ოჰ, ეს უბრალოდ მოჩვენებითი მამაცობაა“.

რონალდუ ძალიან ემოციური ბიჭია. მას გამარჯვება სურს, უნდა გაიმარჯვოს და ემოციების შეკავება არ შეუძლია. თუ, ეს ნიშნავს, რომ იგი მწვრთნელის გვერდით უნდა იდგეს და რაღაცას ყვიროდეს, ასეც იყოს. როცა ადამიანებს აქვთ ასეთი სტატუსი, როგორ შეიძლება მათთან კამათი?“

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ შეხვედრაში რონალდუს ნაცვლად მოედანზე შესულმა ჯესი ლინგარდმა 95-ე წუთზე ბურთი „იანგ ბოიზის“ ფეხბურთელს გადააწოდა, რომელმაც საჩუქარი გამოიყენა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები