გია გიორგაძე:
Aa
Aa

გია გიორგაძე: "ნონამ ეპოქა შექმნა, მათ სიმართლე უნდა თქვან"

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა. მას იურიდიული კომპანია BLB-ი დაიცავს.

ამ მეტად გახმაურებულ და საზოგადოებისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემაც გააკეთა.

„ლაზიერის გამბიტი“ უკვე 62 მილიონმა ადამიანმა ნახა – მინისერიალის წარმატებამ ჭადრაკის მიმართ ინტერესი გაზარდა. Google-ში ჭადრაკზე ინფორმაციის მოძიების სიხშირე გაორმაგდა, eBay-ზე ჭადრაკის ნაკრებებზე მოთხოვნა 250%-ით გაიზარდა, ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელში კი ახალი მოთამაშეების რაოდენობამ ხუთჯერ იმატა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ფილმი მილიონობით ადამიანმა ნახა. სწორედ ამიტომ სიმართლე უნდა იყოს მთავარი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი მოჭადრაკე ქალი იყო პირველი, რომელმაც მამაკაცებთან დაიწყო თამაში. ის იყო პირველი ქალი, ვინც მამაკაცებში საერთაშორისო დიდოსტატი გახდა – ეს მთელი ეპოქაა და ყველა ქალისთვის პრესტიჟულია. ამიტომ ფილმის შემქმნელებს მოუწევთ უზუსტობა გაასწორონ და სიმართლე თქვან.

ცივილურ სამყაროში დავის მოსაგვარებლად არსებობს სასამართლო, ამიტომ მიმართა ქალბატონმა ნონამ იურიდიულ ფირმას, რომელსაც ამერიკაში პარტნიორები ჰყავს. მათი მეშვეობით ხდება ამ სიმართლის გატანა. ეს ცივილური ფორმაა და იმედი მაქვს, უზუსტობა გასწორდება“.

- განაცხადა გია გიორგაძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კი Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილს უპასუხა:

„ნეტფლიქსი უდიდეს პატივს სცემს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და სასამართლოში თავს მტკიცედ დავიცავთ“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები