ბერბატოვი:
Aa
Aa

ბერბატოვი: "კავანი ალბათ უბედურია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი ფიქრობს, რომ გუნდში რონალდუს დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა ატმოსფერო გაუარესდეს.

„ორი მატჩი და სამი გოლი დაბრუნების შემდეგ. არ მიკვირს, რომ რონალდუმ იუნაიტედის თამაშზე გავლენა იმწამსვე მოახდინა. სეზონის მსვლელობისას რონალდუ მხოლოდ უკეთესი გახდება. არ შეიძლება მის ბომბარდირულ თვისებებზე ვიკამათოთ, ასევე აურაზე, რომელიც მას გუნდში მოაქვს. ქომაგები კარგად შეხვდნენ, კრიშტიანუმაც მადლობა ორი გოლით გადაუხადა.

საინტერესო იქნება იმის დანახვა, თუ როგორ გახდის ოლე (სულშერი) გუნდის სხვა მოთამაშეებს ბედნიერს. მას მოუწევს გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენოს ედინსონ კავანი და ენტონი მარსიალი. ასეთ მომენტებში, გუნდთან მუშაობა რთული ხდება. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და მათ რთული განცდა გაუჩნდებათ.

კავანი ალბათ უბედურია. მან იუნაიტედში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ახლა კი იგი არც ისე მნიშვნელოვანია და თან მაისურიც დაკარგა. ვიმედოვნებ ოლეს მასთან გულახდილი საუბარი ჰქონდა, რომელშიც მან ფეხბურთელს თავისი გეგმების შესახებ მოუყვა.

ასეთ სიტუაციაში მყოფ ფეხბურთელს ესმის, რომ მწვრთნელის ამოცანაა აირჩიოს უძლიერესი შემადგენლობა, მაგრამ მას თამაში ყოველთვის სურს. როდესაც სათამაშოდ არ გირჩევენ, შენ ნერვიულობ“.

- ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს Betfair-ი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები